ხიდის კულტურები

ჩვენ შევქმენით პლათფორმა, სადაც ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების, საქმიანი ურთიერთობებისა და ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით ხელს შევუწყობთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში
მოღვაწე ხელოვანებს და კომპანიებს. მწარმოებლებს სარეალიზაციოდ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია.

ჩვენი ხედვა: "კულტურული კავშირების გაძლიერება, როგორც დამაკავშირებელი ხიდი". ჩვენი მიზანია საქართველოსა და აფრიკას შორის მნიშვნელოვანი კულტურყლი კავშირების დამყარება, განსაკუთრებით უგანდასა და კენიას შორის, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ ურთიერთგაცვლას და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენი პლათფორმის მეშვეობით ადამიანებს ორივე რეგიონიდან საშუალება ექნებათ ერთად შეიკრიბონ, ისწავლონ, რათა განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატება

ჩვენი მისია

ხელი შეუწყოს ვაჭრობასა და ინვესტიციებს: ჩვენ ხელს ვუწყობთ სავაჭრო პარტნიორობას, საინვესტიციო შესაძლებლობებს და ბიზნეს თანამშრომლობას ქართულ და აფრიკულ საწარმოებს შორის, ამჟამად უგანდასა და კენიაში.

მრავალფეროვნების ზეიმი: ჩვენ ვზეიმობთ ორივე რეგიონის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ღონისძიებების, ვორქშოფებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.

დამაკავშირებელი ხიდების აგება: ჩვენ ვასრულებთ ხიდის ფუნქციას, რომელიც აკავშირებს ინდივიდებს, ორგანიზაციებს და მთავრობებს საქართველოსა და აფრიკის მასშტაბით, ამჟამად
უგანდასა და კენიაში. ჩვენ ვიწვევთ ნებისმიერ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიას ან მწარმოებელს თანამშრომლობისთვის, რათა მოხდეს მათი პროდუქციის პოპულარიზაცია ჩვენს პლატფორმაზე

ამჟამად ქართულ-აფრიკული სახლის პლატფორმა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

1. აფრიკული საფარები
2. აფრიკული ხელნაკეთი ნივთები
3. აფრიკელი მხატვრების ნამუშევრები
4. ტყავის ხელნაკეთი ნაწარმი და ნედლეული
5. აფრიკული ყავა
6. აფრიკული (დაუმუშავებელი) ნახევრადძვირფასი ქვები
7. ქართველი მხატვრების ნამუშევრები
8. ქართული ხელნაკეთი ნივთები
9. ინდური ხელნაკეთობები ასევე ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებული ნივთები
10. ტურიზმი საქართველოში
11. აფრიკული ავეჯი
12. სხვადასხვა ცხოველების რქები აფრიკიდან
13. კულტურული ღონისძიებები/აქტივობები და ივენთები
14. განათლება საქართველოში